შუახევში, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადო მოღვაწე, პოეტმა, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატმა, ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის ლიტერატურული კონკურსის ,,ზღვაურის'' გამარჯვებულმა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატმა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა და კიდევ მრავალი ტიტულის მფლობელმა, მერაბ კვიცარიძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე: ,,ზურაბი-ფრიდონი-კლასიკოსები".
გაიმართა დისკუსია, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი პოეტების ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს მათ პიროვნულ თვისებებსა და შემოქმედებაზე. წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გოგონათა ბენდი ,,117".
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე და რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება შუახევის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.