შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, გაზაფხულის დღესასწაულები მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგებს მიულოცა, პროფესიაში წარმატება უსურვა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
აღნიშნულ ღონისძიებას 20-ზე მეტი მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ 40 წელზე მეტი სტაჟის მქონე პედაგოგები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ახალგაზრდების აღზრდა-განათლებაში.
მერთან ერთად, პედაგოგებს დღესასწაული საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების, შუახევის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიულოცეს.