შუახევში, ახალგაზრდული მოხალისეთა კლუბი შეიქმნა, რომლის მიზანი, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ხელშეწყობაა. კლუბი 14-29 წლის ახალგაზრდებს აერთიანებს.
დღეს გაიმართა მოხალისეთა კლუბის პრეზენტაცია, რომელსაც შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე მიმოხილული იქნა მოხალისეობის არსი და მნიშვნელობა, მოხალისეობის როლი საზოგადოების განვითარებაში, კლუბის მიზანი და დებულება, რომლის შესახებ, შუახევის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა ისაუბრა. ასევე, აირჩიეს კლუბის ლიდერები.
კლუბის ძირითადი ამოცანაა მოხალისეობის ინსტიტუტის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, ახალგაზრდების ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა.