შუახევში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად 628 000 ლარი დაიხარჯება. მცირე მასშტაბიანი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა. ბოლო შეხვედრები გაიმართა, ოლადაურის, დღვანის, წყალსაყრისა და შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში.
კონსულტაციები და კრებები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს განახორციელებს.
შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება.