შუახევში სტუმრად იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბადრი ნაკაშიძესთან ერთად, სტუმრებს უმასპინძლა, ახლად გახსნილი FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და სპორტული ცენტრი დაათვალიერებინა. ასევე, დაესწრნენ მუნიციპალიტეტის პირველობას კალათბურთში მოსწავლეთა შორის.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალდაბის, პაპოშვილების, მაწყვალთის, ნაღვარევის, ჩირუხისა და ღომას მთის სპორტულ მოედნებს, რომლის ბიუჯეტი 437 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ფურტიოს სარაგბო სტადიონის პროექტირების ნაწილი დასასრულს უახლოვდება და მშენებლობის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.