შუახევის საჯარო ბიბლიოთეკას 500-ზე მეტი წიგნი შეემატა. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა კულტურის ცენტრმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკამ გადასცა.
დამსწრე აუდიტორიას, ახალი წიგნები კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვახტანგ გოგრაჭაძემ და საბიბლიოთეკო განყოფილების უფროსმა, მზია დავითაძემ გააცნო. გაიმართა წიგნების განხილვა/დისკუსია და ვიდეო რგოლის ჩვენება.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრი, ზაზა დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ გოგრაჭაძე, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.