შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა 5,1კმ. სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ხელოვნური და დამცავი ნაგებობები კეთდება.
რეაბილიტირებული გზა გომის მთასა და ბახმაროს ტურისტულ საავტომობილო გზას უკავშირდება.
სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, შუახევის მერთან, ომარ ტაკიძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად გაეცნო.