შუახევის მუნიციპალიტეტი სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ინიციატივას ,,სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის" შეუერთდა.
მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, უფროსი ასაკის სპორტის მოყვარულებს შორის, სპორტული აქტივობები გაიმართა ნარდსა და ფრენბურთში.
სპორტულ ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპორტის სფეროში დასაქმებულებს და ღონისძიების მონაწილეებს, სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.