შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს.
2023 წლის საწყისი ბიუჯეტი გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 4 100 000 ლარით გაიზარდა და 19 100 000 ლარს შეადგენს.
პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებები.
დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, მოსახლეობაზე ორიენტირებული პროგრამისა, თუ პროექტის განხორციელება.