შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს.
2023 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 2 835 000 ლარით გაიზარდა და 17 900 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 7 000 000 ლარამდე დაიხარჯება, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული მიმართულებით 3 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო 2 000 000 ლარამდე განისაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინასება.
მომავალი წლის ბიუჯეტი, პირველ რიგში ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საჭიროებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე, რომლის ბიუჯეტიც ყოველ წლიურად მზარდია.
შეხვედრის მონაწილეთა დასმულ კითხვებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს დაუბრუნებს. თავის მხრივ, შუახევის მერია ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
შუახევის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.