დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამა, დაბა შუახევში პირველად ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 60 000 ლარია.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. იდეების ავტორებმა, ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი ,,ნაი", მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები.
პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" - ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (IJH).