შუახევის მთავარ ნაძვის ხესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისათვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც ზღაპრის გმირები და ანიმატორები, პატარების განწყობაზე ზრუნავენ.
მოეწყო, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდება, რომელიც დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება