შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აქცენტი ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა.
ხელმძღვანელ პირებმა მოისმინეს მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში გაწეული მერიის უწყების თითოეული სამსახურის საქმიანობის ანგარიში. ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ მიმართულებებზე, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე.
ყურადღება გამახვილდა ზაფხულის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტურისტული ლოკაციების, საპიკნიკე ადგილების მოწესრიგებასა და მოახლოებულ სამთო იალაღებზე გასვლასთან დაკავშირებულ სამზადისზე.
ასევე, კომუნალური სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გაზრდასთან დაკავშირებით, პირველ მოადგილეს, მირიან აბაშიძესა და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, უწყების წესდებაში და სახელში ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
ომარ ტაკიძემ, სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით და შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს.