შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მრავალშვილიან დედებს, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ომარ ტაკიძე:-,,ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა. განსაკუთრებით ვულოცავ, მრავალშვილიან დედებს. მათი ღვაწლი შეუფასებელია და ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. დღეს ვსტუმრობდით, მრავალშვილიან დედებს, თინა ბერიძეს, ზინა მიქელაძეს, ვართანუშ ზოიძეს, რომლებმაც ქვეყანას 10-ზე მეტი შვილი გაუზარდეს, ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია".
ომარ ტაკიძესთან ერთად, მრავალშვილიან დედებს დღესასწაული, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებმა მიულოცეს.