შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ თანამშრომლებს ახალი ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი წარუდგინა.
ომარ ტაკიძემ, საჯარო სამსახურში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და ალი კეკელიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ალი კეკელიძე წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. დღემდე ეკონომიკური დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
შეხვედრას, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.