შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გომარდულში, საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც მერიის პროგრამის - ,, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით", ფარგლებში 5 000 ლარით დაფინანსდა.
საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, ნანი ტარიელაძემ მიღებული თანხით საოჯახო ინვენტარი შეიძინა, რაც ვიზიტორების გაზრდის საშუალებას მისცემს.
გომარდულში, კიდევ ერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა, რომელიც ქარცივაძეებმა, კერძო ინვესტიციით მოაწყეს. კომპლექსში განთავსებულია რესტორანი, საუნა, ბარი. დაგეგმილია ასევე სხვადასხვა სივრცეების მშენებლობა.
,,მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გომარდული წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ვიზიტორებს და ადგილობრივებს ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, რათა შუახევი მიმზიდველი გახდეს, როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის" - განაცხადა ომარ ტაკიძემ.