შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ომარ ტაკიძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, შუახევის მუნიციპალიტეტში 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის მიზანს საბიუჯეტო პროექტების განხორციელების მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.