შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხები განიხილეს, ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე.
აქტიურად მიმდინარეობს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები, უახლოეს პერიოდში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გრძელდება მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ყურადღება გამახვილდა, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგზე.
თემის წარმომადგენლებს დაევალათ დროული რეაგირება მოახდინონ სოფლებში არსებულ პრობლემებზე და კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.