შუახევის მერის, ანგარიშის პრეზენტაციას, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერის მოადგილეები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მერმა, ანგარიშის წარდგენის დროს ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2023 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დაანონსა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მადლობა გადაუხადა მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არსებული გამოწვევების დაძლევისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.
რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2022 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.