შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ფურტიოსა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებს ეწვია. პატარებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ტკბილეული და სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს, სახელმძღვანელო ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა.
ომარ ტაკიძესთან ერთად, სკოლამდელ დაწესებულებებში, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე იმყოფებოდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტკბილეული მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელს, ხოლო ,,პირველკლასელთა აკადემია“ სასკოლო ასაკის 118 ბავშვს გადაეცა.