შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე უძღვებოდა. თათბირს, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მთავარი აქცენტი გაკეთდა, ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ, ხარისხიან და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობასა და კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
თათბირზე განიხილეს ასევე სახალხო დღესასწაულის ,,შუახევობის" საორგანიზაციო საკითხები.