შუახევის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სოციალური სერვისების განვითარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამას.
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, პროგრამის კოორდინატორს, მზია დავითაძეს და პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა. გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებს და ხანდაზმულებს.
სოციალური პროგრამა, შუახევის მერიამ, გასულ წელს, ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ,,ასოციაცია ანიკა"-სთან ერთად და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამა, შუახევის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში გადამზადებული შინ მოვლის სპეციალისტები (მედდები) და რეგულარული პერსონალური ასისტენტები, სერვისის მიწოდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტის 30 ბენეფიციართან.