ღვინის ეროვნული სააგენტო აჭარაში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შუახევში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
შეხვედრას, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.