თურქეთში, ქალაქ ინეგოლში, 1-3 ივლისს, კავკასიის ხალხთა ფოლკლორის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა.
ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, ინეგოლისა და ბურსას მერებთან, ინეგოლის გამგებელთან და ქართული კულტურის ცენტრში, ინეგოლში მცხოვრებ ქართველებთან.
ომარ ტაკიძემ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ცნობილი საზოგადო მოღვაწის - აჰმედ მელაშვილის საფლავი მოინახულა, ასევე დაესწრო ქალაქ ბურსაში, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს, რომლის პრეზიდენტად ასოციაციების დელეგატებმა ომარ ფარუქ დემითაშ მიქელაძე აირჩიეს.
შუახევის მერიისა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის რეგიონიდან, კავკასიის ხალხთა ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ზე-კართან".