მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, სსიპ - ლევან ბერიძის სახელობის ფურტიოს საჯარო სკოლაში, რეჟისორ რიჩარდ ლაგრავენესის ფილმის ,,თავისუფლების მწერლები / Freedom Writers"- ჩვენება და განხილვა/დისკუსია გაიმართა.
ფილმის ჩვენებას, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ, კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი უძღვებოდა. ფილმი „თავისუფლების მწერლები" მოგვითხობს ახალგაზრდა, ენერგიულ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებზე, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებს, ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.
,,კინომოყვარულთა კლუბი" შუახევის მერიის მხარდაჭერით და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით გაიხსნა, რომლის მიზანია კინოსექტორის გაძლიერება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, შემეცნებითი ფილმების პოპულარიზაცია და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა.
მიმდინარე წელს, ,,კინომოყვარულთა კლუბი" გეგმავს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სხვადასხვა ჟანრის ფილმის ჩვენებებს, რომელსაც ორგანიზებას მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება გაუწევს.