ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, მარეთის ხეობაში ტურისტული ლაშქრობა მოეწყო.
ახალგაზრდებმა, მარეთის ხეობაში ისტორიული ძეგლები და ადგილები დალაშქრეს, მათ შორის მოინახულეს კუნტიჯვარი და ჩირუხი. ახალგაზრდებთან ერთად, ლაშქრობაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
ტურისტული ლაშქრობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში, ლაშქრობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.