შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილესთან გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.
პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის კონსტრუქციით. მიმდინარეობს ადმინისტრაციული სახლის რეაბილიტაცია, დასასვენებელი სივრცის მოწყობა, ფანჩატურის, წისქვილის მშენებლობა. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა ბეტონის საფარი, სველი წერტილები, წყლის კუთხე და მემორიალი.
პროექტი ორ წლიანია და მისი საერთო ღირებულება 125 669 ლარს შეადგენს.