მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრები, ლომანაურისა და გოგინაურის სოფლებში გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, უჩა სურმანიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ, ადგილობრივებთან ერთად განიხილა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და ყველა იმ საკითხს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. მთავრობის წევრებმა ისაუბრეს, სამინისტროების მოქმედი და მომავლი წლის პროგრამებისა და სიახლეების შესახებ.
მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.