სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, მორიგი შეხვედები გაიმართა ინწკირვეთისა და ბრილის მოსახლეობასთან.
შეხვედრებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე, არჩილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირები ესწრებოდნენ.
სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.