სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა, გაიმართა სოფელ ჭალისა და ტაკიძეების მოსახლეობასთან.
შეხვედრებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მოისმინეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.