სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანჩხალოში გაიმართა.
ადგილობრივებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსახლეობასთან შეხვედრებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.