შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესტან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ჯემალ სურმანიძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძესთან ერთად, სოფელ ფურტიოსა და ნენიის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.