სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფელ გომარდულისა და ბრილის მოსახლეობასთან.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.