აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და შუახევის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ბრილში, პირველი საჩვენებელი ტურნირი, სამთო-სათხილამურო სპორტში "გიგანტური სლალომი" ჩატარდა.
ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, რომელშიც შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან თენგიზ მეხეშიძესთან, თვითმმართველობისა და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.