შუახევში, სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა 2022" გაიმართა. სახალხო ზეიმი დამსწრე საზოგადოებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,ტიტე აროშიძე და აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.
დღის განმავლობაში, გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიებები . წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, რძის პროდუქტების, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა და აჭარული კერძების დაგემოვნება.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, სალოტბარო სკოლა და გოგონათა ბენდი. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. ღონისძიება გვიან საღამომდე გრძელდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი ვარსკვლავების მონაწილეობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება.
ღონისძიების ძირითადი გზავნილი, ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის, ტურიზმისა და კულტურის განვითარებაა.