ჩირუხში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა" გაიმართა.
შუამთობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში ჯგუფი ,,ბანი", ,,ჩვენებურები" ქ. ინეგოლიდან, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები ,,ზე-კართან" და ,,მარეთი" მონაწილეობდნენ.
კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში. ტრადიციულად, წელსაც დასახელდნენ ყველაზე ხანდაზმული და ახალგაზრდა მემთეურები.
ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ა.რ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლიდან (ჩვენებურები), საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა" აჭარის მაღალმთიანეთში აგვისტოს პირველ შაბათ - კვირას აღინიშნება. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.
დღესასწაულის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება და მთის პოპულარიზაცია.