საქველმოქმედო პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, შუახევის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით, საქველმოქმედო თამაში ,, მოაზროვნე" ჩატარდა.
საქველმოქმედო თამაშში შემოსული თანხა, მოხმარდება სოფელ ბარათაულში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან, ტარიელ ცენტერაძის ოჯახს.ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდების გარდა აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, სხვადასხვა ორგანიზაცია და საჯარო სკოლები.
პირველი ადგილი ნენიის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა ,,ევრიკა" და ,,იმედი" გადაინაწილეს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
შუახევის თვითმმართველობა და მთიანი აჭარის ინტელექტ - კლუბი საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.