საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან, ტარიელ ცენტერაძის ოჯახს სტუმრობდა.
საქველმოქმედო აქციაში ასევე მონაწილეობდნენ, მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბის ხელმძღვანელი ზვიად ფუტკარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუახევის ფილიალის წარმომადგენელი, იმედა ზოიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
ცენტერაძეების დასახმარებლად, მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქველმოქმედო თამაში ,,მოაზროვნე ჩაატარა, სადაც შემოსული თანხით კეთილმოეწყო საცხოვრებელი სახლი, ოჯახს გადაეცა საოჯახო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები.
ოჯახს დახმარება გაუწია ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუახევის ფილიალმა და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
შუახევის თვითმმართველობა, საქველმოქმედო აქციაში გაწეული ქველმოქმედებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველა მონაწილეს. აქცია ერთჯერადი არ იქნება და ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.