საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა.
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო შესყიდვების კუთხით დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ.
შეხვედრას, შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე და მერიის შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც მოქალაქეების მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისებაზე წვდომა გაიზრდება. ახალი მოქნილი სისტემა ბიზნეს სექტორს ევროპულ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
საინფორმაციო კამპანია USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.