შუახევში, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა დასასრულს უახლოვდება.
პროგრამას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მესამე წელია ახორციელებს. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი.
სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და შუახევის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება, მათგან, შუახევში 165 ჰა მიწის ნაკვეთი.