შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სოფლად არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე.
ყურადღება გამახვილდა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და 2023 წლის პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც მომავლი წლის ბიუჯეტში აისახება და ადგილობრივ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.