შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურული და საამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმდინარეობა, ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობის მომზადება - ჩატარების საკითხი.
აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმდა მუნიციპალიტეტის 231 სოციალურად დაუცველი პირი.