შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილესთან, გურამ ზოიძესთან და სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნების, ამბულატორიების რეაბილიტაცია, ბაღების მშენებლობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სამთო იალაღებზე შიდა და გარე ელექტროსისტემების მოწყობა, სარწყავი არხების, არსებული მოსაცდელების, ფანჩატურებისა და მემორიალების რეაბილიტაცია, ხაბელაშვილები-ხიჭაურის წყალსადენის მშენებლობა, ტურისტული საპიკნიკე ადგილების მოწყობა, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მიმდინარე წელს დაიწყება ასევე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა.