შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც უწყების სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ სფეროების მიხედვით, მოისმინა ინფორმაციები შესრულებული სამუშაოებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობასა და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე, ზედამხედველობით ღონისძიებებზე, მიზნობრივ პროგრამებზე.
თათბირის მუშაობა შეაჯამა ომარ ტაკიძემ, რომელმაც თანამშრომლებს ოპერატიული მუშაობისთვის დავალებები მისცა.