შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, სამსახურის ხელმძღვანელები და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება, სოციალური, ინფრასტრუქტურული და საამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმდინარეობა.
სხდომა კითხვა-პასუხისა რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.