შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს, გომის მთის მიმართულებით შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ფრიდონ ფუტკარაძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ომარ ტაკიძის განცხადებით, გომის მთის მიმართულებით გზა უახლოეს დღეებში გაიხსნება და გადაადგილება ნებისმიერი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.