შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო ჩატარდა.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პოეზიის საღამოზე, მოეწყო ლექსების საჯარო კითხვა და ლიტერატურული დისკუსია. თანამედროვე პოეტებმა თავიანთი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და მოისმინეს ადგილობრივი, დამწყები ავტორების ლექსები.
ღონისძიების მიზანს მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა შუახევის გოგონათა ბენდი და ახალგაზრდული ანსამბლი ,,იავნანა".