შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა, ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, მთა ჩირუხში გამართა.
საზაფხულო იალაღზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბისა და დღვანის თემის, სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებულია სცენის, დამხმარე შენობის, ფანჩატურის მშენებლობა. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა სპორტული მოედანი, სველი წერტილები. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის კონსტრუქციით.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის პროექტირება.
შუახევის მერის ინიციატივითა და ჩართულობით, ჩირუხში დაიდგა კომპანია „მაგთის" ანძა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საზაფხულო იალაღებზე საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.