ომარ ტაკიძე დასაქმების პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს შეხვდა.
დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრას ასევე, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა შუახევში წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას, სიღარიბის დაძლევასა და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
დღეისათვის, სხვადასხვა პოზიციებზე მუნიციპალიტეტში დასაქმებულია სოციალური შემწეობის მიმღები 300-მდე პირი, სარწყავი არხების, ადმინისტრაციული შენობების, სკვერების, საპიკნიკე ადგილების, სოფლის ცენტრების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მომვლელებად და ა.შ.