სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენცია „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და გაძლიერება იყო.
ღონისძიებას თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.